ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა. The Guardian-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ჯონსონის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს ამ თანამდებობაზე. The Guardian-ი წერს, რომ სავარაუდო კანდიდატი უახლოეს პერიოდში დასახელდება. “პრემიერმინისტრი (ტერეზა მეი) მადლობას უხდის ბორის ჯონსონს გაწეული სამსახურისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ.

7 ივლისს The Times-ი წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსონს და ასევე სხვა მინისტრებსაც თანამდებობიდან მოხსნით დაემუქრა, თუ ისინი ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის, მისეულ გეგმასარ გაიზიარებდნენ.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ის ვინც მის გეგმას არ გაიზიარებს, თანამდებობას დატოვებს. “სანამ ჩვენ Brexit-ის პოლიტიკას განვიხილავდით, მე უფლება მივეცი კაბინეტის წევრებს გამოეხატათ თავიანთი ინდივიდუალური ხედვები”, – ამბობს ტერეზა მეი.

მეის და ბორის ჯონსონს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ სავაჭრო ზონის შექმნასთან დაკავშირებით. ჯონსონს მიაჩნია, რომ ლონდონმა ევროკავშირთან მიმართებით უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა დაიჭიროს.

დღეს თანამდებობა დატოვა ასევე Brexit-ის საკითხებში მინისტრმა დევიდ დევისმა. ამ პოზიციაზე ტერეზა მეიმ დომინიკ რაბი დანიშნა.

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა – ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.

ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018