გაგი მოსიაშვილი – ”ის პოლიციელი ლაშა ვაშაკიძის დაკავების ადგილზე საერთოდ არ ყოფილა”

”სამართალდამცველი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებაში იურიდიულად ფიგურირებს, სინამდვილეში დაკავების ადგილზე საერთოდ არ ყოფილა”.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულ ლაშა ვაშაკიძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარემ წინა სხდომაზე ვიდეო კადრების სახით ახალი მტკიცებულება წარადგინა, სადაც ნათლად ჩანს მოქალაქე ლაშა ვაშაკიძის დაკავების მომენტი.

ადვოკატის თქმით, სახეზეა სამართალდამცველების გადაცდომა, შესაბამისად, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, დაცვის მხარემ აღნიშნული ვიდეომასალის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა.
„ლაშა ვაშაკიძეს ედავებიან ნარკოტიკის შეძენა-შენახვას და იარაღის უკანონო ტარებას. ჩვენ მოვიპოვეთ თვითმხილველის მიერ სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ხდება დაკავება.
გამოძიება ოფიციალურ ვერსიაში ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივედით ადგილზეო, ვნახეთ, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება და დავაკავეთო. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვინც ამბობს, რომ მხოლოდ მე ვიყავი ადგილზეო, ის საერთოდ არ იმყოფება დაკავების ადგილზე“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხვალ სასამართლო იმსჯელებს მტკიცებულების დასაშვებობის საკითხზე.
ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა და იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულის ლაშა ვაშაკიძის სასამართლო პროცესი 6 ივლისს 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში გაიმართება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018