გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ 2 ადამიანი დაკბინა

გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, მამაკაცებს გიურზის ნაკბენი კიდურებზე ჰქონდათ, ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდში გველის მიერ დაკბენილი პაციენტები ქალაქის ცენტრალურ კლინიკას ძირითადად მარნეულიდან ან გარდაბნიდან აკითხავენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018