გიორგი კვირიკაშვილი ”ქართული ოცნებიდან” გარიცხეს?

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდანა” გარიცხეს.
პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.41.ge პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში გიორგი კვირიკაშვილი აღარ ირიცხება.

აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკური საბჭოს წევრად გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე აირჩიეს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კვირიკაშვილის გარიცხვას ადგილი არ ჰქონია.

„გარიცხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, გიორგი კვირიკაშვილი, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბუნებრივია, რომ წარმოდგენილი იყო პოლიტსაბჭოში, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტმა, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის შეცვლის თაობაზე, მათ შორის მმართველი პარტიის მთავარ პოლიტიკურ ორგანოშიც ბუნებრივია, რომ ეს ჩანაცვლება მოხდება და შესაბამისად უკვე მოქმედი პრემიერ მინისტრი ახლადნდობაგამოცხადებული და დანიშნული პრემიერ-მინისტრი დაიკავებს პოლიტსაბჭოში ამ ადგილს, რაც ბუნებრივია. გარიცხვას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018