გიორგი მღებრიშვილი გადადგა – პროკურატურა შეიძლება მისითაც დაინტერესდეს

გიორგი მღებრიშვილი გადადგა - პროკურატურა შეიძლება მისითაც დაინტერესდეს„კურიერის“ ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა.

წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მღებრიშვილის განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

არ არის გამორიცხული, მღებრიშვილი გახდეს მესამე ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის შემდეგ, ვისი საქმიანობის შესწავლასაც პროკურატურა დაიწყებს.