გიორგი ნიკოლაიშვილი – ნიაგარის ჩანჩქერი ანუ წყლის გრგვინვა – ვიდეო

ცოტა ხნის წინ აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

”ნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს. ნიაგარა აბორიგენების ენაზე “წყლის გრგვინვას” ნიშნავს.

იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.
ზოგიერთ ადამიანს ნიაგარის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ წყლის ვარდნისთვის მიებაძათ და ჩანჩქერის სათავიდან გადმომხტარიყვნენ. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა. ბევრი მათგანი სიკვდილით დასრულდა. პირველად ნიაგარის ჩანჩქერზე გადმოხტომა წარმატებით დასრულდა 1901 წელს, რომელიც ვიდეო-კამერითაც კი გადაიღეს. ამ დროს ნიაგარაზე ხის კასრში მჯდომი 63 წლის მასწავლებელი ქალი ანი ტეილორი დაეშვა. ამის შემდეგ მას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა: ზოგი კასრებით გადმოხტა და ზოგიც – ნავებით.
2003 წელს კი კირკ ჯონსი ყოველგვარი თავდაცვის საშუალებების გარეშე გადმოხტა ნიაგარის ჩანჩქერიდან და მაინც გადარჩა. თუმცა იგი სააავადმყოფოში მოხვდა მოტეხილობებისა და ტვინის შერყევის გამო. საავადმყოფოდან ჯონსი მალევე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, რადგანაც აღიარა, რომ ნიაგარიდან თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა.
მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებიდან ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი იყო 2012 წელს ნიკ ვალენდას მოქმედება. იგი ნიაგარის თავზე გაბმულ წვრილ თოკზე ფეხით გავიდა. მდინარე ნიაგარის 330 მეტრი სიგრძე ვალენდამ 25 წუთში დაფარა. მას ჯონსივით არ გაურისკავს და თავდაცვის საშუალებებითაც აღჭურვილი იყო. ვალენდას თოკზე გავლა წინასწარ იყო დაგეგმილი და ამ მოვლენას ამერიკული ტელევიზია „ეი-ბი-სი“ იღებდა, რაც შემდეგ მთელმა მსოფლიომ ნახა.”

ნიაგარის ჩანჩქერი – ღამის ნათება

Gepostet von George GN Nikolaishvili am Sonntag, 8. Juli 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018