გიორგი სოზაშვილი ხალხს 9 საათზე პარლამენტთან ეძახის – ”ნაფეტვრებში დაგვცხრილეს, ახლა კი მილიონიანი ტექნიკა წაიღეს!”

ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა-ცენტრში კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მათ ტერიტორიიდან გაიყვანეს ე.წ. მოძრავი ავტობუსი დატა-ცენტრი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს.

ბიზნესმენი, კომპანია სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებელი, გიორგი სოზაშვილი, აცხადებს, რომ ტექნიკა ძვირადღირებულია და ის, დაახლოებით, მილიონი დოლარი ღირს.

დატა-ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი ფიქრობს, რომ ეს ბიზნესზე ზეწოლის მაგალითია. მისი თქმით, მას კონკრეტული პირები ამგვარი მეთოდებით უსწორდებიან.

„აღვწეროთ-მეთქი და არა, ზედაპირულად სურათი უნდა გადავუღოთო.  ჯერ მოვიდნენ, დამცხრილეს… დაიჭირონ ის ხალხი, ვინც დამცხრილა. დაცვის თანამშრომლები წვანან დაჭრილები. ისინი დაიჭირონ, სპექტაკლის დადგმას,“ – ამბობს ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი.

როგორც სოზაშვილი ამბობს, მას ნაფეტვრებში ორი კვირის წინ უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც მისი დაცვის თანამშრომლები დაიჭრნენ, თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე საქმე არ გაუხსნია და დაკავებული არავინაა.

სოზაშვილი ითხოვს, დააკავონ ყველა ის პირი, ვინც მასზე თავდასხმა დაგეგმა და მონაწილეობა მიიღო.

ამ მოთხოვნებით ბიზნესმენი პარლამენტის წინ დღეს, 21:00 საათზე, აქციას გამართავს.

„ნაფეტვრებში დაგვცხრილეს, ჩემი პირადი დაცვის თანამშრომელი დაჭრილია, ორი ტყვია მოგვხვდა, ამის ირგვლივ არაფერი არ არის ძვრა. არავინ დაკითხეს. ახლა მეუბნებიან, ერთი თვის მერე უკან გაგატანთ ტექნიკას, ნუ ნერვიულობო, მაგრამ ერთი თვე დაისჯებიო იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცას პატივი უნდა სცეს. დღეს, 9 საათზე, ყველა მოვიდეს, ვიქნებით პარლამენტის წინ!“ – ამბობს სოზაშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018