გრიგოლეთში 48 წლის ესმა შარტავას ეძებენ – მისი მანქანა ზღვის პირას იპოვეს, ქალი ნათესავებთან იმალებოდა

ოჯახი 48 წლის ესმა შარტავას 28 ივლისიდან ეძებს. როგორც გაუჩინარებული ქალის ნათესავებმა “ნიუპოსტს” უთხრეს, შარტავას კუთვნილი ავტომობილი, გრიგოლეთში, ზღვის ნაპირთან იპოვეს, ქალი კი გაუჩინარდა.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, რადგან აფხაზეთიდან დევნილ ქალს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და სამტრედიიდან გრიგოლეთში, ნათესავებთან სწორედ ამის გამო აფარებდა თავს.
შარტავას ახლობლები არც იმას გამორიცხავენ, რომ ქალი ვალების გამო გაიტაცეს, ამიტომ პოლიციას დახმარებას სთხოვენ. მათივე ინფორმაციით სამართალდამცავები სამძებრო ღონისძიებებში პირველივე დღიდან ჩაერთნენ. გამოძიება კი სისხლის სამართლი კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018