”გუშინ გაისმა სატელეფონო ზარი მუქარით” – ვინ ემუქრება მოკლული ნუგზარ კახაძის ოჯახს

თბილისში, ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობას მორიგი გაგრძელება აქვს. როგორც დიპლომატი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის, ხოლო კახიძის ოჯახის მიმართ მუქარა და ზეწოლა გრძელდება.

„ის გახმაურებული მკვლელობა, როცა ჩემი მძახალი სახლში ჩაცხრილა დაქირავებულმა მკვლელმა, ალბათ გემახსოვრებათ. მაშინ პოლიციამ ოპერატიულად იმუშავა, დაქირავებული მკვლელის ვინაობა დაადგინა, მაგრამ ის დღემდე ვერ დააკავეს.

ახლა კი, ამ ისტორიამ საშიში გაგრძელება მიიღო. გუშინ გაისმა სატელეფონო ზარი მუქარით. ახლა უკვე ოჯახის წევრებს ემუქრებიან.

ცხადია, რომ საქმე ოჯახის ბიზნესინტერესებს ეხება, მაგრამ სანამ მკვლელს არ დაიჭერენ, ვერც შემკვეთს დაადგენენ. ის კი ასე, ანონიმური ზარებით, აგრძელებს მუქარას და ზეწოლას ოჯახზე, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვია !

თავი 70-იანების სიცილიურ სერიალში მგონია…“ – წერს მამუკა გამყრელიძე.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018