„დამკვირვებელმა ისე ცივად შემომხედა, გავგრილდი“ – ეროვნული გამოცდების მარგალიტები

ერთიან ეროვნულ გამოცდებს ღელვისა და დაძაბულობის გარდა თან ბევრი იუმორისტული შემთხვევაც ახლდა. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარებაც არ ყოფილა გამონაკლისი, სწორედ ამიტომ EDU.ARIS.GE–მ საგამოცდო ცენტრებთან გაგონილი და ინტერნეტსივრცეში ერთმანეთისთვის კომენტარებად დაწერილი სახალისო გამონათქვამები შეკრიბა.
მაშ ასე, გთავაზობთ, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების „მარგალიტებს“:

„ღმერთო, გთხოვ, რომ ყველა კარგად იყოს, საქართველო გამთლიანდეს და „თემურ-ლენგი“ დეფისით სწორი იყოს ან გახდეს.“

„ხეებზე თუ მოვიდა რამე დასაწერი, ბიძოს მაგალითად მოყვანა შეიძლება?“

„დამკვირვებელმა ისე ცივად შემომხედა, გავგრილდი.“

„მინისტრი იყო მოსული, მოგვესალმება-მეთქი, გეიბლატუნა და წევიდა“, – აბიტურიენტის გულშემატკივარი.

„ამ კონდიციონერის გადამკიდე კიდევ ტვინის გაყინვა გვინდოდაა?!“

„გამოცდაზე ვერ შეხვალ რა, აბიტურიენტზე მეტი მშობელია.“

„იმდენ ხანს ვიჯექი გამოცდაზე, ტრ**ი გამიხმა.”

„ვეფხისტყაოსანი“ მოვიდა და რომელიღაც პლანეტის სახელი ერქვა, არ მახსოვს, მეორეს.“

„გამაგრილებელი საშუალება ყველგანაა ე.წ. ჰაერტყლაშუნა, ჩვენებურად “ვინტილატორი.”

„დღეს 8 საათზე მეოთხე სართულზე ქერათმიანი კურნოსა ცხვირით გოგო რომ იჯდა ჩემ წინ, რომელი ხართ?“ (სტატუსი აბიტურიენტების დახურულ ჯგუფში)

აბიტურიენტის მშობელი: „იმდენი ვინერვიულე საატესტატოებზე, ახლა ნერვები აღარ მაქვს. ძირს ვეგდე ნერვიულობისგან.“

ერთი აბიტურიენტი მეორეს გამოცდაზე შესვლამდე: „ესეში, ხომ იცი რაღაცები უნდა მოიგონო“.

„შენ დედიკო, იქინეც გათიშული იყავი, თუ რომ გამოხვედი, მერე გაითიშე?“

„მანქანას ვიყიდდი ერთი თვის ფულით, რაც მე მაგის მომზადებაში გადავიხადე.“

„ვეფხისტყაოსანი“ არ დავწერე, იუპიტერის რაღაცა დავწერე.“

„ლისენინგის მეორე ტექსტი ეკა ბესელიას ჩააწერინეს?“ (ინგლისური ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი)

„ლეგენდის თანახმად, ვინც გამოცდების მერე წუწუნებს, ის ყოველთვის აბარებს.“

„გააზრებაზე ისეთი საინტერესო ტექსტი შემხვდა, დაახლოებით, 10-15 წუთი ცხოვრებაზე და ადამიანური ცხოვრების სიმძიმეებზე ვფიქრობდი.“

„წინადადებაში „ჩასმული“ როდესაცაა, მძიმეებით გამოიყოფა“ – ჩართულს გულისხმობდა აბიტურიენტი.

„გამოცდაზე ისეთი კონცენტრირებული მივდივარ, თავი გოგირდმჟავა მგონია.“

გულშემატკივარი ბებო საგამოცდო ცენტრთან მდგარ სახანძრო მანქანაში მსხდომებს:

„- თქვენც გამოცდებს აბარებთ?
– კი, ბებო!
– დაგაგვიანდათ, დაიწყო უკვე“.

„ჩემებმა იმდენი სანთელი მინთეს, კენწეროში თუ არა ნათელში მაინც მოვხვდები.“

„უნარები მქონდა 207-ე სკოლაში მე-7 თვის 7 რიცხვში. მე-7 სექტორში მე-7 მერხზე გაშავებულიც 7. იღბლიანი ხოა 7 და მაგით ვიმ”7″ებ თავს.“

აბიტურიენტი ბიჭები:

„ – ყოფილიყავი გოგო! რომ ჩაიჭრები, ხომ გათხოვდებოდი.

– რომ გამოხვალ და ჩაიჭრები, მშობლებს ეჩხუბე, გოგო რატომ არ ვარო“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018