დახურულ რესტორნებში აღარავინ შედის – რა შედეგი მოიტანა სიგარეტის აკრძალვამ

სარესტორნო დაწესებულებებში დახურული სივრცეები თითქმის ცარიელია. მათი მეპატრონეები bm.ge-თან ამბობენ, რომ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის გამო სტუმრების უმრავლესობა დახურულ რესტორნებში აღარ შედის და ღია სივრცეებში მომსახურების მიღებას არჩევს.

რესტორატორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ბიზნესმა დაკარგა როგორც მომხმარებელი, ისე შემოსავლები. მისი თქმით, კანონს არ შეიძლება ორ თვეში გამოეწვია საზოგადოების გაჯანსაღება, რადგან ვინც ეწეოდა, ისევ ეწევა. ბიზნესს კი მომხმარებელი  20-25%-ით შეუმცირდა.

რესტორან „ტიფლისის“ შემთხვევაში ზარალი გაცილებით დიდია. სამასპინძლო დაწესებულების დირექტორი, დიმიტრი მელიქიძე ამბობს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავლები განახევრდა. რესტორნის დახურულ დარბაზში თითქმის აღარავინ შედის და სტუმრების უმრავლესობამ ღია სივრცეებში გადაინაცვლა.

ბიზნესი დაზარალდა, თუმცა რეგულაციებს გაგებით მოეკიდა მომხმარებელი. რესტორან „თავადურის“ ტექნიკური დირექტორის, ვაჟა ჯელაძის თქმით, ამ მხრივ ექსესებს ადგილი არ ჰქონია.

შინაგან საქმეთა სამინისიტროს ინფორმაციით, ორი თვის განმავლობაში ჯამში 135 ჯარიმა გამოიწერა. 31 შემთხვევაში ფიზიკური პირი, 104 შემთხვევაში კი იურიდიული პირები დაჯარიმდნენ.

რესტორატორები ამბობენ, რომ მათი ბიზნესი  რეგულაციის გავლენით გაცილებით რთულ ვითარებაში ზამთრის პერიოდში აღმოჩნდება, როცა მომხმარებელი ღია სივრცეებით მომსახურების მიღებას ვეღარ შეძლებს.

შეგახსნებთ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით 1-ლი მაისიდან დახურულ შენობებში თამაბქოს მოხმარება იკრძალება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018