“ევროპულმა საქართველომ” პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა. პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი 2018 წლის არჩევნებში დავით ბაქრაძე იქნება.
“არ მოვიდა დრო, რომ გვყავდეს ღირსეული ლიდერი ქვეყნის სათავეში? საქართველოს წინსვლას სჭირდება ივანიშვილის გუნდის მარცხი და “ევროპული საქართველოს” გამარჯვება, გამარჯვებას სჭირდება ძლიერი გუნდი და კანიდიატი. “ევროპულ საქართველოს” ჰყავს ყველაზე ძლიერი კანდიდატი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დავით ბაქრაძე პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ წარადგინა.
“ივანიშვილის მმართველობის ეპოქა მთავრდება და ჩვენი მოვალეობაა ის გავისტუმროთ რყევების გარეშე, დღეს სამწუხაროდ, როგორც არასდროს ქვეყანას სიღარიბესთან ერთად დაპირისპირება აწუხებს, საზოაგდოება არის დაპირისპირებული, ქვეყანას სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პერსპექტივას. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს მივესალმოთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018