ელიას უბანში გეორგ სარქისიანი 15-მა კაცმა მოკლა – მას 22 ჭრილობა აქვს

ელიას უბანში გეორგ სარქისიანი 15-მა კაცმა მოკლა - მას 22 ჭრილობა აქვსთბილისში ელიას უბანში 20 წლის გეორგ სარქისიანი მოკლეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახის წევრების თქმით, 22 წლის ბიჭს დაახლოებით 15-მდე პირი ჩაუსაფრდა და წამებით მოკლეს. მათივე თქმით, გეორგი ნაწამებია, მას 22-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი რამდენიმე თვის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი