“ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, შახტში დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ.

“მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი” – აღნიშნულია პრემიერისგანცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018