“ვლადიმერ პუტინის განცხადება პირდაპირი მუქარაა” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება, პირდაპირი მუქარაა.

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესესებს უპირისპირდება. პუტინი თავის გარშემო პოლიტიკის განხორციელებას არ დაუშვებს საკუთარი ნების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მე როგორც ერთ დეპუტატს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს თუკი საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ნატო-ში სურს გაწევრიანება, ეს განვითარება აგრესიული მიმართულებით არავისკენ არ მოხდება. ერთადერთი, რაც ჩვენი მისწრაფებაა, ვიყოთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა არ შეეხოს საქართველოს ის აგრესია, რაც ჩვენ დღევანდელ ჩრდილოვან მეზობელს გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018