თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს გაუპატიურებისა და კიდევ 6 ახალი ბრალი წაუყენეს

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს გაუპატიურებისა და კიდევ 6 ახალი ბრალი წაუყენესთბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

გაირკვა, რომ მამინაცვალს, რომელსაც 25 წლის გერის, თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავებიან, 7 ახალი ბრალი წაუყენეს, მათ შორისაა გაუპატიურება.

გამოძიება 50 წლის მამაკაცს, თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.

აქიდან ბრალდებულს გამრეკელაშვილის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით მხოლოდ ორი ბრალდება აქვს წაყენებული.

სისხლის სამართლის კოდექსის 6 სხვადასხვა მუხლი კი მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულებს ითვალისწინებს.

ბრალდებული ბრალდების არც ერთ ეპიზოდს არ აღიარებს და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

საქმეზე პირველი არსებითი სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს ჩატარდება.

ნიუს თივი