თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან, წყლიდან ამოიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018