თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს – მას ოპერაცია უტარდება

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს - მას ოპერაცია უტარდებათბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს, მას ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, მოზარდს შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა და უკვე რამდენიმე საათია, ოპერაცია უტარდება.

„მდგომარეობა იყო მძიმე, იყო მახვილი საგნით მიყენებული ჭრილობა, მუცლის წინა კედელზე, შინაგანი სისხლდენით, პაციენტს აღმოეჩინა გადაუდებელი დახმარება, 15 საათზე გადაყვანილი იქნა საოპერაციოში და ოპერაცია ამჯერადაც გრძელდება“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

მოზარდის ბებიის განცხადებით, მისთვის უცნობია მომხდარის დეტალები.

„დამირეკეს სახლში, თქვენი შვილიშვილი ცუდად გახდაო და სასწრაფოდ მოდითო, წამომიყვანეს, მოვედით და ასეთი მდგომარეობა დამხვდა, არაფერი არ ვიცი, რა მოხდა და სად მოხდა, ბავშვი დავტოვე, 15 წუთით ვიყავი გასული და არ ვიცი, რა მოხდა“, – აცხადებს მოზარდის ბებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ შსს-ში „ნიუპოსტს“ განუცხადეს:

„სისხლის სამართლის კოდექს8ს 19-108- ე მუხლით დავიწყეთ გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმონს და 7-დან 15 წლამდე ვადით დავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.“