თეა წულუკიანი – ”ქუმსიშვილის და ალავიძის დაკითხვა ჩემი გასარჩევი არ არის”

„ჩემი გასარკვევი, გასარჩევი და გამოსაძიებელი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, არ არის არც ერთი საგამოძიებო საქმე,“ – ასე ეხმაურება თეა წულუკიანი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის დაკითხვას.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ყველა იმ პირს, ვის მიმართაც კითხვები აქვს გამოძიებას ან მომავალში ექნება, წარმატებას უსურვებს.

თეა წულუკიანი ასევე ეხმაურება ოპოზიციის შეფასებას, რომ დაწყებულია გიორგი კვირიკაშვილის კადრების დევნა და ამას უკავშირდება საგამოძიებო ორგანოში დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის დაბარებაც.

„ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ არის ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფოებრივი პროცესი. შესაბამისად, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს. როდესაც ისინი ითხოვენ, რომ გამომძიებელმა დასვას კითხვები და გამომძიებელი დაიწყებს ამ კითხვების დასმას, შემდეგ ოპოზიცია აღარ უნდა შფოთდებოდეს იმიტომ, რომ გამოდის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ვითარდება, რომელიც ძლიერდება და ეს, როგორც მმართველ პარტიას უხარია, ასევე უნდა უხაროდეს ოპოზიციას,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018