თემურ აბაზოვი დაკავებაში კვირიკაშვილის მთავრობას ადანაშაულებს

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და აღნიშნავს, რომ უწყება საქმის გამოძიებას აჭიანურებს.

ამის შესახებ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

„ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ, იყო შიშის ფაქტორი, ზაზა სარალიძის გამოსვლები. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს, მიდით ბოლომდეო. ამხელა თანამდებობის პირის ისე დაჭერა არ ხდება. მე არ ვარ დამნაშავე. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ. ვიდეოში ჩემი ხმა არაა“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.
ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018