თურქეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – 24 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერზე რეჯეპ აკდაგზე დაყრდნობით BBC წერს.

მანამდე ინფორმაცია 10 დაღუპულისა და 73 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

გუშინ სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 360 ადამიანი გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან გადავიდა.

შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა. მატარებელი კაპიკულედან სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018