თუშეთში 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა – ის ვერტმფრენით ამოიყვანეს

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 29 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 2007 წელს დაბადებული დ. ბ. 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მალევე მოახერხეს.
ამ დროისთვის დ.ბ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018