იგოეთთან ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპა

დღეს დილით იგოეთთან მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვებით გზაში გარდაიცვალა.

ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 55 კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის, იგოეთის მონაკვეთთან მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება.

მედიამეილი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018