იგოეთთან სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა – 1 ქალი დაიღუპა

იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა. შედეგად, სამარშრუტო ტაქსში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა, რომელიც კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018