ივანიშვილთან დახურული შეხვედრის უცნობი დეტალები – ვინ დაიცვა ყოფილი პრემიერი და რა როლი ჰქონდა კალაძეს? 

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, ყოფილი პრემიერი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაიცვა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კი სიტუაციის განმუხტვა სცადა.
“ის შეხვედრა კვირიკაშვილს მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოეწყო. ის ჩვენთვის ყველასთვის შერაცხმყოფელი იყო. თვითონ იყო ინიციატორი. ჯერ ერთი როდესაც ინიშნებოდა, უმრავლესობა არ შეკრებილა და არ შეუთანხმებიათ, ეს ერთი-ერთზე გადაწყდა, ასეთ დროს, როდესაც რაღაცა ირღვევა, იქ ერთი-ერთზე უნდა მოგვარდე. როდესაც უმრავლესობის სხდომაზე გამოვიდა… ახლა რომ იძახიან, ვიღაცამ რაღაცა ხმა ამოიღო… არ ვიცი იქ სამი მინისტრი გამოვიდა, ლევან კობერიძე ადგა ერთადერთი კაცი, საშა (ალექსანდრე) ერქვანია ადგა, რომლებმაც დაიცვეს კვირიკაშვილი.
კალაძემ უბრალოდ სიტუაცია განმუხტა, საკმაოდ დიპლომატიურად მოიქცა, “ქართულმა ოცნებამ” თუ ვინმეს რამე უნდა დაუფასოს დღეს რომ დუღილი არ არის, ეს არის კალაძის დამსახურება, იმ მომენტში ყველას მისცა გამოსავალი. ისევე როგორც მეორე დღეს ჩემთვის სასიამოვნო კი არ იყო იმის თქმა, მაგრამ იქ პირობა იყო, რომ გუნდმა მითხრას წავიდესო. ესენი მაშინაც კი დუმდნენ” განაცხადა ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018