ინგლისი ნახევარფინალში გავიდა

რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებმა შვედეთის ნაკრებს 2;0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ეს ინგლისელთა დიდი წარმატებაა, ვინაიდან ბოლოს როდის იყო ინგლისი მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში, სტატისტიკოსებსაც კი ბუნდოვნად ახსოვთ.

გოლები 30-ე წუთზე ჰარი მაგუაიერმა და 58-ე წუთზე დელე ალიმ გაიტანეს.

ტურნირის ნახევარფინალში ინგლისის მეტოქე რუსეთი-ხორვატიის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. ეს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მეორე ნახევარფინალური წყვილის ვინაობა გუშინ გაირკვა – საფრანგეთი ფინალში გასასვლელად ბელგიას შეხვდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018