ინდოელი ბიზნესმენის სახლში 11 ადამიანი მკვდარი იპოვეს

ინდოეთში, ნიუ დელიში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ერთი ოჯახის 11 წევრის ცხედარი აღმოაჩინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სახლი, სადაც ცხედრები ნახეს, ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც რძის მაღაზიებისა და საამქროს მფლობელი იყო. ცხედრები მეზობელმა აღმოაჩინა. ის შევიდა სახლში, რომლის კარიც ღია იყო. მან შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს იმის გარკვევა, ეს იყო თვითმკვლელობა თუ მკვლელობა.

გარდაცვლილთა შორის 4 მამაკაცი, 3 ქალი და 4 გოგონაა. მათ სიკვდილის წინ არავითარი წერილი არ დაუტოვებიათ.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018