კასტრაცია ქუჩაში – მამამ მის შვილზე მოძალადე მამაკაცს სასქესო ორგანოში დანა ჩაარტყა

რამდენიმე დღის წინ ანკარაში, თვითმხილველების თვალწინ ქუჩაში მამაკაცმა მეორე მამაკაცს სასქესო ორგანოში დანა ჩაარტყა. როგორც აღმოჩნდა, ერთმა მამაკაცმა მეორეზე იმის გამო იძია შური, რომ ის მის 13 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა.

13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობა 30 წლის მამაკაცს სუპერმარკეტში ქონდა, ის გოგონას უკნიდან მიუახლოვდა და მისი ნების საწინააღმდეგოდ შებოჭა. გოგონამ თავი დაიხსნა, სახლში გაიქცა და ამის შესახებ მამამისს უამბო.

გოგონას მამამ მოძალადის ამოსაცნობად სათვალთვალო ვიდეოკამერები ნახა, შემდეგ კი ის ქუჩაში იპოვა ,კასტრირებით დაემუქრა და ეს მუქარა სისრულეშიც მოიყვანა. მამაკაცს სასქესო ორგანოში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, თავად კი პოლიციაში გამოცხადდა.

დასისხლიანებული მამაკაცი ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. თურქეთის პროკურატურამ მოძალადის დასაკავებლად ორდერი გასცა და მას შემდეგ, რაც ის საავადმყოფოდან გამოწერეს, დააპატიმრეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მღებავად მუშაობდა, ის დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018