კახეთიდან ურეკში გასტროლებზე ჩასული 13 წლის მოცეკვავე თორნიკე პატრიასოვი ზღვაში დაიხრჩო

კახეთიდან ურეკში გასტროლებზე ჩასული 13 წლის მოცეკვავე თორნიკე პატრიასოვი ზღვაში დაიხრჩოურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული.
თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ლაშქრულის” მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან 10 და 16 წლის მოზარდები უვნებლად გამოიყვანეს. მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე მოზარდიც. 13 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს. გადარჩენილი მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.