კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა – არიან დაშავებულები

არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადილიდან იუწყება, არიან დაშავებულები.

როგორც სააგენტოს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი, რომელსაც გამოკვლევები უტარდება. მათივე განმარტებით, რამდენიმე დაშავებულის შეყვანას კლინიკაში უახლოეს წუთებში ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018