კრიშტიანუ რონალდო იუვენტუსში გადავიდა

“რეალმა” თავისი აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, რონალდოს “იუვენტუსში” გადასვლა იუწყა.

ბლანკოსმა კრიშტიანუ 105 მილიონ ევროდ გაყიდა.

“იუვენტუსმა” მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 30 მილიონი დაუნიშნა.

აქედან 20 მილიონს “ფერარი”, ხოლო 10 მილიონს “ფიატი” გადაუხდის.

“რეალში” გატარებული წლები შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. ამ კლუბის მადლიერი ვარ. ყველას მადლობას ვუხდი იმ სიყვარულისთვის, რომელიც აქ მივიღე.

თუმცა, ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ამიტომ ვთხოვე “რეალს” მიეღო სატრანსფერო წინადადება. ყველას და განსაკუთრებით
ჩემს გულშემატკივრებს ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ჩემს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა რონალდომ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018