ლელა ფუტკარაძე – “თურქი მეფუტკრეები ქართულ თაფლს თურქეთში არ უშვებენ”

თურქი მეფუტკრეები ლობირებენ, რომ თურქეთში არ მოხდეს ქართული თაფლის იმპორტი, – ამის შესახებ bm.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორბსიში“ კავკასიის ალიანსების პროგრამის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა ლელა ფუტკარაძემ განუცხადა.

“მერსი ქორბსიში”, რომელიც მეფუტკრეობის სფეროში ბოლო წელია აქტიურად მუშაობს, აცხადებენ, რომ თურქეთში თაფლის შეტანა საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

“პროცედურები ასეთია: თურქეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ უნდა დააფიქსიროს მოთხოვნა თურქეთის ეკონომიკის სამინისტროში. უნდა მიიღოს თანხმობა სამინისტროსგან თაფლის შეტანაზე, აუცილებელია მიეთითოს, რა რაოდენობაზეა საუბარი, თუმცა, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ძალიან ბევრი აფიქსირებს საკუთარ ინტერესს, ერკვევა პროცედურებში და შემდეგ აღარ გააქვს თაფლი.

მეორე ფაქტორი არის ის, რომ თურქეთს ჰყავს მეფუტკრეთა ძლიერი ასოციაცია, რომელიც თითქმის ყველა მეფუტკრეს მოიცავს. ადგილობრივი მეფუტკრეების პოზიცია არის ის, რომ თურქეთში არ უნდა მოხდეს თაფლის შეტანა, თურქეთს გააჩნია საკმარისი რაოდენობის თაფლი და ა.შ. შედეგად, ისინი ლობირებენ საკითხს, რომ საქართველოდან არ მოხდეს ქართული თაფლის შეტანა.

ასევე განსხვავება არის ფასებს შორის. ქართული თაფლი არის უფრო იაფი, ამიტომ, შეიძლება ადგლობრივ ფერმერებს არ აწყობდეთ მისი იმპორტი”,- ამბობს ლელა ფუტკარაძე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018