“ლორა სმიტის ცხედარი ჩანჩქერიდან წამოიმართასავით, კობაურს ძალიან შეეშინდა და მაშინ გაჩნდა მასზე ეჭვი” – რას ყვება გელა მთივლიშვილი

"ლორა სმიტის ცხედარი ჩანჩქერიდან წამოიმართასავით, კობაურს ძალიან შეეშინდა და მაშინ გაჩნდა მასზე ეჭვი" - რას ყვება გელა მთივლიშვილიხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას აღიარებითი ჩვენების მისაღებად Reg info-სრედაქტორი გამორიცხავს.

გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მწყემსმა ჩადენილი დანაშაული პოლიციასთან აღიარა, ამ პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივებიც.

„მან დანაშაულის ჩადენის შესახებ მოყვა თვითონ ხადას ხეობაში და მის აღიარებით ჩვენებას, როდესაც ის უყვებოდა პოლიციელებს, რა როგორ მოხდა, ისმენდნენ  ადგილობრივებიც,“ – განაცხადა გელა მთივლიშვილმა და აღნიშნა, რომ ნამდვილად ბრალდებულის მხრიდან მოხდა გადამალული 4 წლის ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელის მითითება.

მთივლიშვილი ყვება, რომ, როდესაც პოლიციამ სმიტების ოჯახის ძებნა დაიწყო, სწორედ მალხაზ კობაურმა უთხრა სამართალდამცავებს, რომ  თავად მიაცილა სმიტები ხადას ხეობამდე. მისი თქმით, პირველი ეჭვი იმის შესახებ, რომ მომხდართან მწყემსს შეხება ჰქონდა, მაშინ გაჩნდა, როდესაც ლორა სმიტის ცხედარი იპოვეს.

„როდესაც ცხედარი ამოიღეს ჩანჩქერის მორევიდან, რაღაცნაირად  წყალი ისე დაეცა ცხედარს, რომ ქალი წამოიმართასავით და ამან ძალიან შეაშინა ბრალდებული და გაიქცა კიდეც, რამაც იქვე გააჩინა ეჭვი, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი ქმედება,“ – განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

გელა მთივლიშვილი 7 ივლისს  რაიან სმიტის ცხედრის აღმოჩენის თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის ადგილი, სადაც გვამი იპოვეს, მაშველებმა წინა დღეს დაათვალიერეს და იქ არაფერი იყო. მთივლიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივებმა მას უთხრეს, რომ ცხედარს ერთ კილომეტრზე მდინარე ვერ ჩამოიტანდაო.

ის პოლიციელების არაპროფესიონალიზმზე საუბრობს. მთივლიშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ იჩქარა, როდესაც გამოაქვეყნა განცხადება, თითქოს, ცხედარს არ აღენიშნებოდა დაზიანებები.

გელა მთივლიშვილის განცხადებით, რადგან წინა დღეს, როდესაც ლორა სმიტის გვამი იპოვეს, ადგილზე არ უნახავთ რაიან სმიტის ცხედარი, სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა მამაკაცის ცხედარი მოგვიანებით მიტანა ადგილზე.

„სავარაუდოდ, ღამით მიიტანა თვითონ ბრალდებულმა იმ ადგილას, სადაც მეორე დღეს ეს ცხედარი იპოვეს იმიტომ, რომ ცხედარი არ იყო ისე დაზიანებული, რომ მდინარეს ეთრია,“ -განაცხადა გელა მთივლიშვილმა.