ლორა სმიტი გაუპატიურებულია, 4 წლის ბავშვს კი მიბჯენით ესროლეს – რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში

ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ კურიერმა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მოპოვება შეძლო.

ეს არის დოკუმენტი,  რომელმაც დაადგინა, რომ ლორა სმიტთან მკვლელობაში ბრალდებულმა სექსუალური კავშირი დაამყარა.

დასკვნა სკანდალურია და წერია, რომ 4 წლის კაელებ სმიტს თოფი მიბჯენით აქვს ნასროლი და თავის ქალა ფრაგმენტირებული იყო.

ექსპერტებს თავის ქალის ფრაგმენტების შესწავლა მოუწიათ. დასკვნაში წერია, რომ ბავშვის გენეტიკური მასალა სანადირო თოფზე იქნა აღმოჩენილი.

სმიტების ოჯახის სამი წევრის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნას არ იცნობს. დავით გირგვლიანის განცხადებით, მას დოკუმენტები ცოტა ხნის წინ გადაეცა.

„ერთი საათის წინ გადმომეცა დამატებითი დოკუმენტები და აღკვეთის შემდგომ არის მოპოვებული. აქედან გამომდინარე, მე მათი გაცნობა ვერ მოვასწარი ჯერჯერობით. შესაბამისად გავეცნობი ამ მასალები და გავაკეთებ მერე კომენტარს,“ – განუცხადა კურიერს  უფლებადამცველმა.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებული მოკლულ ქალთან სექსუალურ კავშირს უარყოფს.

„იგი გამორიცხავს ამგვარი ფაქტის დაშვებას. ის ამბობს, რომ მას ასეთი რამ არ განუხორციელებია,“ – აცხადებს ადვოკატი დავით გირგვლიანი.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018