ლუკა მოდრიჩი – “ომმა გაგვაძლიერა, ჩვენი გატეხვა ადვილი არაა”

ლუკა მოდრიჩი, ხორვატების კაპიტანი და თილისმა- ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია მსოფლიოში და ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. მისი თაოსნობით ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია და ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი თამაში აშორებს. წლების წინ ეს ყველაფერი ოცნებას ჰგავდა.
ახლა ლუკა მოდრიჩი 32 წლისაა, 1985 წლის 9 სექტემბერს ზადარში, მაშინდელ იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფ ხორვატიაში დაიბადა 1991 წელს ხორვატიიდან ომს გამოექცა, მას შემდეგ რაც მისი სახლი დაწვეს, ბაბუა კი სერბმა ამბოხებულებმა მოოუკლეს. ლუკა და მისი ოჯახი ლტოლვილებად იქცნენ. ფეხბურთი კი მისთვის რეალობიდან გაქცევის, თავის გადარჩენის საშუალებად იქცა.

ლუკამ და მისმა ოჯახმა სხვა ლტოლვილებთან ერთად თავი სასტუმროს შეაფარა, თუმცა არც იქ იყვნენ აფეთქებებისა და ტყვიებისგან დაცულნი, მაგრამ ის ვარჯიშს მაინც აგრძელებდა, რაც სასტუმროს ხელმძღვანელობას ძალიან აშფოთებდა.

სასტუმრო „კოლოვარეს“ წარმომადგენელი იხსენებს „მან უფრო მეტი ფანჯარა დაამტვრია სასტუმროში, ვიდრე ჭურვებმა, ის გაუჩერებლად თამაშობდა ფეხბურთს სასტუმროს ყველა დარბაზში.“

წლების წინ, ლუკა მოდრიჩი უცხოურ მედიასთან ამბობდა:

„ომის შემდეგ ჩვენ უფრო ძლიერები, მტკიცეები გავხდით. რაც გამოვიარეთ ადვილი არ იყო. ომმა გაგვაძლიერა, ჩვენი გატეხა ადვილი არაა.”

მამა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე ფეხბურთი მეთამაშა, იმისთვის, რომ საფეხბურთო სკოლაში გავეგზავნე და ფეხსაცმელი და სხვა სპორტული ნივთები მქონოდა. ის მუდმივად მუშაობდა იმისთვის, რომ ჩემი ფეხბურთის თამაშისთვის მხარი დაეჭირა.

ამიტომ, როცა ხალხი მბობდა რომ მე ვერ შევძლებდი დიდი ფეხბურთი მეთამაშა, ეს დამატებით სტიმულს მაძლევდა, მინდოდა მათთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ და ვფიქრობ მოუწიათ აღიარება რომ არასწორად ფიქრობდნენ.“- აცხადებდა მოდრიჩი.

მედია წერს, რომ ლუკა მოდრიჩი შესაძლოა ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს, თუმცა თავად ხორვატი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას ამ მომენტისთვის ეს არ ადარდებს და მთავარი ახლა მსოფლიო ჩემპიონატია.

„ჩვენ 22 მებრძოლი ვიქნებით მოედანზე, საფრანგეთი ყველაზე მძიმე მეტოქე იქნება მათ შორის, ვისაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვედრივართ, თუ გავიმარჯვებთ მე თმებს გადავიღებავთ, ყველა გადავიღებავთ.“- აცხადებს ლუკა მოდრიჩი.

ლუკა მოდრიჩი ამჟამად ხორვატიის ნაკრების და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელია, ის 2010 წელს დაქორწინდა ვანია ბოსნიკზე, მათ სამი შვილი ჰყავთ: ივანო, ემა და სოფია.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018