მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან დენუკლეარიზაციის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს.

მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც ის ტოკიოში გაემგზავრება, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან.

აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეომ კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპისგან საჩუქრად ელტონ ჯონის დისკი სიმღერით Rocket Man ჩაუტანა. აშშ-ს პრეზიდენტმა დისკზე ხელმოწერა და კიმ ჩენ ინისთვის მესიჯი გაატანა.

2017 წელს „ტვიტერზე“ ერთ-ერთ ჩანაწერში დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს ადამიანი-რაკეტა (Rocket Man ) უწოდა, ხოლო კიმ ჩენ ინმა კი საპასუხოდ დონალდ ტრამპს „ჭკუიდან შეშლილი ბებერი“ უწოდა.

ეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს რიგით მესამე ვიზიტია ფხენიანში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018