მაკა ასათიანმა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სასამართლოში უჩივლა

მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც, გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, პატივისა და ღირსების შელახვის გამო, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ბოდიშის მოხდა და არასწორი ინფორმაციის შესწორება მოითხოვა.

საქმე ეხება ” საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” კვლევას “კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში”, სადაც მაკა ასათიანის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს “აკას” საქმე განიხილებოდა.

ბიზნესმენი საერთაშორისო გამჭვირვალობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, თუმცა ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ბოდიშს არ მოიხდიან.

5 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.

დასკვნაში, რომელიც 6 ინკოგნიტო რესპოდენტის გამოკითხვის შედეგად მომზადდა, საუბარია სასამართლოებში ეგრეთ წოდებული გავლენიანი ხელმძღვანელების არსებობის შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კვლევას ეთანხმება. ის ამბობს, რომ ამ დოკუმენტით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018