მალკოლმი: ”მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ბარსელონას ახალწვეულმა მალკოლმმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა რომ არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესოა. გარდა ამისა, მალკოლმის აზრით მესის გვერდით ყველა ფეხბურთელი უკეთესი ხდება და მალკოლმის შემთხვევაშიც ასე იქნება:
”რომაში გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ როდესაც ბარსელონა შანსს გაძლევს, ამ შანსზე უარი არ უნდა თქვა. ბარსელონაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ჩემი აზრით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ვამაყობ რომ მის გვერდით მომიწევს თამაში. მესისგან ბევრ რამეს ვისწავლი”–განაცხადა მალკოლმმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018