”მალხაზ კობაურმა გამომძიებელს სმიტების მკვლელი 2 პირის გარეგნობა აღუწერა” – რას ამბობს ადვოკატი გირგვლიანი

ხადას ხეობაში, ამერიკელების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამომძიებლებმა საკანში დაკითხეს.

კობაურის უფლებადამცველის დავით გირგვლიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამომძიებლებს ის ორი ადამიანი აღუწერა, რომლებმაც, მისი თქმით, ეს მკვლელობა ჩაიდინეს.
„მან სრულიად კონკრეტულად და დეტალურად აღწერა ის გარემოება, რა ვითარებაშიც შეხვდა ამერიკელ ოჯახს. ასევე, თუ როგორ მოვიდა ხადას ხეობაში ეს ორი უცნობი პიროვნება. ის თანახმაა სურვილის შემთხვევაში ითანამშრომლოს იმ მიმართულებითაც, რომ შეადგინოს ამ ადამიანების ფოტო-რობოტი.

მიუთითა მათ სიმაღლეზე, მათ თმის ფერზე, წარბების მოყვანილობაზე, ინდივიდუალურ მახასიათებელზე ერთ-ერთი ადამიანის, რომელიც მას ნამდვილად გააჩნდა,“-ამბობს განაცხადა დავით გირგვლიანმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018