მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს სოფელ გაჩიანში.

როგორც გაირკვა, პოლიცია და ახლობლები მას რუსთავში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.

მამაკაცი საკუთარ ავტომობილთან ნახეს გარდაცვლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018