მამუკა ბახტაძე: აგური, ცემენტი და ქვიშა სამინისტროების საქმე არ არის

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის სხდომაზე მშენებლობების საკითხზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ 2019 წლისთვის მშენებლობებისთვის 110-120 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. მისივე თქმით, სამინისტროების საქმეა პოლიტიკის წარმოება, ხალხთან მუშაობა, უკუკავშირის მიღება და არა – აგური და ცემენტი.
„რაც შეეხება მშენებლობების ტემპს, თქვენ იცით, ჩემი არგუმენტაცია, რატომაც ვფიქრობ, რომ სამშენებლო კომპონენტი იყო გამოყოფილიყო არამარტო პროფილური სამინისტროსგან, ზოგადად, სამინისტროების საქმე არ არის აგური, ცემენტი და ქვიშა. მათი საქმეა პოლიტიკის წარმოება, ხალხთან მუშაობა, უკუკავშირის მიღება და ადეკვატური პოლიტიკის წარმოება. აქედან გამომდინარე, ამით უნდა იყოს დაკავებული სწორედ იმ პროფილის სამინისტრო, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია“, – განაცხადა ბახტაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018