მარგველაშვილი – ”რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? რა დააშავა ამ ადამიანმა? მე პასუხი არ მაქვს”

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში კომენტარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლაზეც გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე კითხვები არა მხოლოდ პარტნიორებს არამედ, რიგით მოქალაქეებსაც აქვთ.

„ისე გამოჩნდა თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში თურმე გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია.

რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდგომ რატომ გაქრაპოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?

რა დააშავა ამ ადამიანმა?- ეს კითხვა პარტნიორებს კი არა ეს კითხვა აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში სადაც შედიხარ.

აღარ გეკითხებიან გვეშველება თუ არა რამე, გეკითხებიან- კვირიკაშვილი რატომ წავიდა? მე პასუხი არ მაქვს და მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი,“-ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველასთვის გაუგებარია რატომ გადადგა კვირიკაშვილი. პრეზიდენტი ამბობს, რომ არავის დაუსახელებია მიზეზი, თუ რის გამო შეიცვალა პრემიერი და უფრო მეტიც, საზოგადოებამ არ იცის, რატომ არავინ უხსნის მას პრემიერის გადადგომის მიზეზს.

„თუ ვინმე ახსნის, რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი…არამარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან…“-ამბობს პრეზიდენტი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018