”მაფიოზები ტრუსებში უნდა დავტოვოთ” – იტალიის შს მინისტრმა მაფიოზისთვის წართმეულ აუზში გაცურა

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მაფიის ერთ-ერთი „ბოსისთვის“ ჩამორთმეული ტოსკანური ვილის აუზში დემონსტრაციულად გაცურა. ამის შესახებ „The Associated Press“ იუწყება.

სალვინიმ აუზს ერთი წრე ჟურნალისტების თანდასწრებით დაარტყა, რითაც, როგორც თავად აღნიშნა, იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ რამდენად პრიორიტეტულია მისი პოსტზე მუშაობისას მაფიასთან ბრძოლა. „ჩვენ ეს ბატონები ქვედა საცვლებით უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მატეო სალვინი გამოდის ინიციატივით, რომ დაკანონდეს კონფისკაციის პროცედურა, რათა ჩამორთმეული ობიექტების სხვა მიზნებისთვის გარდაქმნა მოხდეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018