მესუტ ოზილი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა

მესუტ ოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ოზილის თქმით მას აღარ სურს გერმანიის ნაკრებში თამაში, რადგან იქ მას პატივს არ სცემენ და ხშირად უმიზეზოდ აკრიტიკებენ. ოზილი დარწმუნებულია რომ ის ამ კრიტიკას არ იმსახურებს:
”როდესაც ვიგებთ გერმანელი ვარ, ხოლო როცა რაღაც არ გამოგვდის მაშინვე ემიგრანტი ვხდები. ვგრძნობ რომ ბევრისთვის ნამდვილი გერმანელი არ ვარ, ამიტომ ჯობია ნაკრებში აღარ ვითამაშო. ჩემთვის არ არის იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო”–განაცხადა მესუტ ოზილმა.
მესუტს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმის გამო აკრიტიკებდნენ რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ერდოღანთან ერთად სურათი გადაიღო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018