მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება – მამუკა ბახტაძემ გიორგი მღებრიშვილი მოხსნა

მთავრობის ადმინისტრაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას, შალვა ხუციშვილი შეასრულებს.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018