მინდია ლავასოღლის და – “არ ყოფილან მაგენი მეგობრები”

აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალური ავტორიტეტის – მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის” ახლო გარემოცვის 10 წევრია დაკავებული.

დაკავებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ბრალდებულებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

„მაგენი არიან ერთი სოფლიდან, ბავშვობიდან ერთად არიან, მეგობრები არიან, მენტალიტეტი და რაღაცა არ არის… დავალებებს არ იღებდნენ. არ არსებობს, უბრალოდ კითხულობენ ერთმანეთს,“ – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი.

რაც შეეხება მინდია გორაძის ოჯახს, დაკავებულის და ამბობს, რომ მინდია გორაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. გორაძის ოჯახის წევრი ამბობს, რომ დაკავებულებს “ლავასოღლისთან” კავშირი არ ჰქონიათ.

„ჩხრეკა ჩაატარეს და მორჩა, არაფერი არ ამოუღიათ. არაფერი ზედმეტი ერთი ფურცელი არ მოგვსვლია, არ არიან მაგენი ამის მეგობრები, კარგად უნდა გადაამოწმონ. 9 თვე ჰყავდათ და არაფერი დაუდგენიათ. ჩემი იურისტი მივა და გაეცნობა ყველაფერს,“ – ამბობს გორაძის ოჯახის წევრი.

ათივე დაკავებულს გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას და გამოძალვას ედავება. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018