”მინისტრობის მთავარი ნიშანია ივანიშვილის მიმართ პირადი ერთგულება, მორჩილება და შიში”

მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ახალი კანდიდატები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის კადრები არ არიან:

„არ არიან ესენი პრემიერ-მინისტრების კადრები. ყველა ადამიანი, ვინც ინიშნება, უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, ვალდებული, ან „ქართუში“ უნდა მუშაობდეს, ან სხვა ფორმით უნდა იყოს დავალდებულებული, ან ოჯახთან უნდა იყოს კავშირში, მთავარი ნიშანი არის პირადი ერთგულება, მორჩილება და შიში, თუნდაც, შიში იმისა, რომ ყველა მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი კარგად ხედავს, რა მოუვიდა კვირიკაშვილს, რა მოუვიდა ღარიბაშვილს, როგორც გაანადგურეს მათი გუნდი, ბიზნესებამდე დავიდნენ და არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს პოლიტიკური წმენდა. ყველამ იცის საკუთარი ადგილი – ჭადრაკის დაფაზე პაიკის ადგილი, რომელიც ნუ ოცნებობს ლაზიერად გასვლაში. იყო პაიკი, დარჩება პაიკად,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

თაიმერი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018