მიხეილ გიორგაძე მიხეილ ბატიაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან შეერთების შემდეგ გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ გიორგაძის პერიოდში კულტურისა და სპორტის მინისტრის კიდევ ორი მოადგილე (შალვა გოგოლაძე და ლევან ხარატიშვილი) გააგრძელებს გაერთიანებულ უწყებაში ასევე მინისტრის მოადგილედ მუშაობას.

კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობებს ასევე იკავებდნენ გიორგი ბაქრაძე, მანანა ბერიკაშვილი, მუხრან შამათავა და კახი კანდელაკი (პირველი მოადგილე).

გაერთიანებული უწყების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს სულ 7 მოადგილე ეყოლება: მიხეილ გიორგაძე (პირველი მოადგილე), ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018