მოსახლეობა ნენსკრას ხეობის სოფლებს ტოვებს და თავს სიმაღლეებს აფარებს

ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ნინო ვიბლიანი “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ 10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს.

“წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. მდინარე სოფლის ცენტრში, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა. მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“, – განაცხადა ვიბლიანმა.

ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია.

მოსახლეობა ნენსკრას ხეობის სოფლებს ტოვებს და თავს სიმაღლეებს აფარებს. ჭუბერის თემის სოფლებს ამ წუთებში ღვარცოფი ემუქრება. ბოლო ინფორმაციით, წყლის ნაკადმა გაარღვია ჩახერგილი კალაპოტი და ახლა სოფლებისკენ ნაშალი მასა, ლოდები და ხეები მიაქვს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018