ნანუკა ჟორჟოლიანი ბალიში ისვენებს – “აქ მაიმუნები არავის უკვირს და ყველას აქვს ბრინჯის ტერასები” – ვიდეო

ნანუკა ჟორჟოლიანი ბალიში ისვენებს და ფეისბუქში წერს:

“ეს არის უბუდი. წარსულში ბალის კუნძულზე მდებარე 9 სამეფო ქალაქიდან ერთ-ერთი, თუმცა დღეს, შთამბეჭდავია მისი რელიეფი და ჯუნგლების ტყე, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს ქალაქს. შესაბამისად, ქუჩაში მოსიარულე მაინუნები აქ არავის უკვირს. ადგილზე ჩამოსულ ტურისტებს აფრთხილებენ, რომ არ შეეშინდეთ სასტუმროსთან მდებარე ტყის, რომელიც ჯუნგლებისაა, მაგრამ ისინი არ ერჩიან ადამიანებს.

აქ, ყველაზე მეტად ადამიანები გაგაკვირვებთ. ისინი ბევრს შრომობენ. თითქმის ყველას აქვს ბრინჯის ტერასები. უბრალოდ სიდიდეს გააჩნია. კითხვაზე, გყავთ თუ არა საშუალო ფენა, მიპასუხეს, რომ აქ, ყველა კარგად ცხოვრობს, ვისაც შრომის საშუალება აქვს. ალბათ ბევრი “მდიდარია” ამ რეგიონში, რადგან ყველა იცინის. ერთი შეხედვით ჩანს რომ ადამიანები უყვართ. განსაკუთრებით სტუმრები. მაგრამ ახლა უნდა დავუბრუნდე შრომისმოყვარეობას.

შრომობს ყველა. ასაკის და სქესის მიუხედავად. ის ადამიანიც კი, რომელიც დახმარებას გთხოვს გაღიმებულია და არ ცდილობს მოწყალებისთვის თავი შეგაცოდოს. ასეთი სულ ორი შემხვდა. მაგრამ ბევრია, ვისაც ხელში “თოხი”უჭირავს და მუხლებამდე წყალში დგას. ზოგადად, მათი ბრინჯის ტერასები წყლითაა დაფარული. აქ, სეისმური ზონაა და სახლები მხოლოდ ერთ სართულიანია, თუმცა ჩვენმა გიდმა, რომელსაც პერსონალური სტატუსით, ცალკე გაგაცნობთ გვითხრა, რომ სახლზე მეორე სართული ნიშნავს რომ იქ, მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. Niña Leto ბლოგში წერდა, ბალი ღმერთების კუნძულიაო და ალბათ მართლა ასეა, იმიტომ რომ სადაც ამდენი ღიმილი და სითბოა, ღმერთიც იქაა.”

Gepostet von Nanuka Zhorzholiani am Montag, 23. Juli 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018